LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცმა ცოლი ღალატში Google Maps-ის მეშვეობით გამოიჭირა

99

პერუში მამაკაცი ცოლს მას შემდეგ გაშორდა, რაც Google Maps-ზე ის უცხო მამაკაცთან ჩახუტებული აღმოაჩინა. ინფორმაციას გამოცემა The Mirror ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ქმარი პროგრამის მეშვეობით მარშრუტს ადგენდა, როდესაც სამგანზომილებიან პანორამულ ფოტოზე ბაღის მერხზე მჯდომი ცოლი და წამოწოლილი მამაკაცი შენიშნა, რომელსაც თავი ქალის მუხლებზე ედო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის სახე ავტომატურად იფარებოდა, კაცმა ცოლი ტანსაცმლით იცნო.

მამაკაცმა ცოლს „ურყევი მტკიცებულება“ წარუდგინა და ღალატში გამოტეხა, რის შემდეგაც წყვილი დაშორდა.

ფოტო, რომელიც ოჯახის დანგრევის მიზეზად იქცა, 2013 წელს იყო გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები