LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

28

ფინანსთა ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის, განცხადებით,  სამინისტროს მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა.

ფინანსთა მინისტრის რანგში პირველი კომენტარი ბახტაძემ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადავუხადო პრემიერმინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმატებული უწყების ხელმძღვანელობა მომიწევს. ვფიქრობ, ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი გაატარა. ძირითადი პარამეტრები, როგორც ბიუჯეტის, ასევე მომავალი ხარჯები შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ.

რაც შეეხება მიდგომებს, ამაში მთავარი ორიენტირი იქნება, ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ბიუროკრატიოული ხარჯების ოპტიმიზაცია და, ამავე დროს, ეფექტურობის გაზრდა. ვფიქრობ, რომ ამას წარმატებით მივაღწევთ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. განსაკუთრებულ პრიორიტეტს მივანიჭებთ საშუალო და მცირე ბიზნესთან ურთიერთობას. არცერთი რეფორმა არ იქნება გატარებული ისე, თუ კონსულტაციას არ მივიღებთ ქართული ბიზნესისგან,” –  განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძე სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები