LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: რეფორმები, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე

73

ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ორიენტირებულია ეკონომიკურ ზრდაზე, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აპრილში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 6,5% შეადგინა და ეს ძალიან კარგი შედეგია. „მინდა აღვნიშნო, რომ პოზიტიური იყო პირველი კვარტლის მონაცემებიც. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დარჩენილი პერიოდი, 2018 წლის ბოლომდე, გაგრძელდება მსგავსი ტრენდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. მინდა გავიმეორო ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია თვითონ ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა, რომ ის დოვლათი, რომელიც იქმნება ქვეყანაში, თანაბრად გადანაწილდეს ყველა მოქალაქეზე და მივიღოთ საქართველოში ინკლუზიური ტიპის ეკონომიკური ზრდა. ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები