LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერი 2000: იუნაიტედს შეუძლია ორი წელი აღარ ითამაშოს

56

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველმა მოაგროვა პრემიერლიგაში 2000 ქულა.
მეტოქეები თითქმის ორი სრულის ეზონით ჩამორჩებიან.

ინგლისის პირველობის 25-ე ტურში „იუნაიტედმა“ ხუან მატას და ანტონი მარსიალის გოლებით 2:0 დაამარცხა „უოტფორდი“ და პრემიერლიგაში 2000 ქულა მოაგროვა. უახლოესი მდევარი „არსენალი“ 203 ქულით ჩამორჩება.

პრემიერლიგის სრულ სეზონში კლუბს შეუძლია მაქსიმუმ 114 ქულა დააგროვოს.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგამ 1992 წელს ინგლისის უმაღლესი დივიზიონი ჩაანაცვლა.

„მანჩესტერს“ პრემიერლიგა 13 აქვს მოგებული, სხვა დანარჩენებს – 11-ჯერ. მანკუნიანელების შემდეგ მეორე ადგილზე „ჩელსია“ – 4 ჩემპიონობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები