LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ კუბლაშვილი: „გაჩუმდეს მაგდა პაპიძის ოჯახი!..“

467

მარიამ კუბლაშვილი მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით აზრს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოთქვამს.

„ჩემო ძვირფასო კოლეგებო!

ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისთვის საპირისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ, ესეც ზეწოლაა სასამართლოზე ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყველაზე მეტად მძიმედ განვიცდით და .. დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია და ჩემი სამართლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდითვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის... გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც!!!“ – აღნიშნავს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები