LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას მომხმარებლებს სექსი ყველაზე ხშირად აქვთ

488

სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრმა კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მარიხუანას რეგულარულ მომხმარებლებს სექსი ყველაზე ხშირად აქვთ.

კვლევისთვის 28 ათასზე მეტი ქალი და თითქმის 23 000 მამაკაცი გამოიკითხა.

გაირკვა, რომ ქალები, რომლებიც არ იყენებდნენ მარიხუანას, ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალოდ 6-ჯერ დაკავდნენ სექსით, ქალები კი, რომლებიც მარიხუანას ყოველდღიურად იყენებდნენ, საშუალოდ 7.1-ჯერ.

ანალოგიური იყო შედეგი კაცების შემთხვევაშიც. კაცები, რომლებმაც თავი შეიკავეს მარიხუანასგან, ამბობდნენ, რომ სქესობრივი კავშირი საშუალოდ 5.6 ჯერ ჰქონდათ, ყოველდღიურად მარიხუანას მომხმარებლებთან შედარებით, რომლებიც საშუალოდ 6.9-ჯერ დაკავდნენ სექსით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები