LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერი: „ამის მერე რეპერები ალბათ უფრო მეტს იფიქრებენ, სანამ რამეს ჩაწერენ – სიტყვის თავისუფლების მაგივრად – სიმღერის თავისუფლება…“

152

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, ანუ მასტერი, როგორც მას მისი თაყვანისმცემლები იცნობენ, პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგიმ მიიტანა ამობეჭდილი „სქრინი“, სადაც ჩანს მისი და „ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიას მიმოწერა მის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სადაც ქებურია მასტერს უყვება, როგორ გაღიზიანდა შსს მათი ახალი კლიპის „შავი ზედა“ გამო.

გიორგი პავლიაშვილს ამს შემდეგ ვესაუბრეთ, რაც მან პროკურატურა დატოვა.

მასტერი:

დღეს დილით დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დაკითხვაზე. მათ არ მოუთხოვიათ ჩემი და გიორგი ქებურიას მიმიწერის „სქრინი“, მაგრამ მე თვითონ ამოვბეჭდე და მივიტანე. უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ მე დამკითხეს არა „ბირჟა მაფიას“ წევრების საქმეზე, არამედ იმ საქმეზე, რომელიც პოლიციელების წინაააღმდეგაა აღძღული. დაიტოვეს ის ფურცელი, რომელზეც „სქრინი“ ამოვბეჭდე.

მოგეხსენებათ, მიმოწერაში გიორგი მეუბნება, რომ შსს ძალიან გააღიზიანმა მათმა ახალმა კლიპმა და „აჭარანეტში“ დარეკეს, რომელმაც კლიპი დააფინანსა.

რა შთაბეჭდილებით დატოვე პროკურატურა?

როცა გიორგის პირველ სასამართლოზე ვიყავი, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მქონდა, ცოტა შემეშინდა საქართველოში ცხოვრების. მაგრამ დღეს პროკურატურაში ისეთი სიტუაცია დამხვდა, რომ აშკარად ეტყობოდათ, ამ ადამიანებს სურთ სიმართლის დადგენა და ოპტიმისტურად განვეწყვე…

გიორგი, მიუხედავად ამ ყველაფერისა, როგორ ფიქრობ, შენ და შენი კოლეგები მაინც ხომ არ მოერიდებით ამის შემდეგ ტექსტებში სახელმწიფო ინსტიტუციების ხსენებას?

(იღიმის) ალბათ, ამის შემდეგ უფრო მეტს იფიქრებენ, სანამ რამეს დაწერენ. სიტყვის თავისუფლების მაგივრად მგონი, სიმღერის თავისუფლების დაცვა მოგვიწევს (იცინის). შესაძლოა, იყოს თვითცენზურაც, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება, უკურეაქციაც გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. მაგალითად, ახლახან ბევრი რეპერის მოანწილეობით, მათ შორის, მეც ვარ, სწორედ სიტყვის თავისუფლების შესახებ ახალი სიმღერა ჩავწერეთ, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენენ.

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები