LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლისა და ქვეითის არჩევანი ზებრა გადასასვლელებზე [ვიდეო]

79

უხარისხო მასალით დახაზული ზებრა გადასასვლელები, მასთან მიახლოების მანიშნებელი საგზაო ნიშნების არარსებობა ან შეცდომით არსებობა, გადასასვლელების ისეთ ადგილებზე დახაზვა, სადაც საშიშიცაა და ავარიული შემთხვევების რისკსაც ზრდის – ეს არასრული სიაა იმ პრობლემებისა, რომლებზეც საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები დიდი ხანია, საუბრობენ.

ის, რომ დღეს თბილისში გარკვეულ ლოკაციებზე ქვეითად მოსიარულეებისთვის გადასვლა არაა უსაფრთხო და ეს სფერო მოსაწესრიგებელია, დედაქალაქის მერიც აღიარებს. თავად მოქალაქეები კი “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მძღოლების კულტურა ამაღლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ზებრა გადასასვლელებზე ქვეითებს შედარებით ხშირად უთმობენ გზას.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები