LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

902
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:25-დან 19:22 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ფინანსური პროვოკაციების დღეა!

მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი სითხის და გაზიანი სასმელის, რძის ნაწარმის, მჟავე, ცხარე და ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ფორთოხლისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ციტრინი, საფირონი და ჟადეიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები