LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1686
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:30-დან 22:54 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ფორიაქს და ზედმეტ ლაპარაკს. არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ უფროსი თაობის, განსაკუთრებით დედის რჩევა.

პარტნიორული ურთიერთობა – თავი შეიკავეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, მინერალებით და ძვირფასი ლითონებით ვაჭრობისთვის.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა ცურვისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის. თავი შეიკავეთ რძის და საკონდიტრო ნაწარმის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მერწყულისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროსა და კირჩხიბისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები