LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2283
მიხეილ ცაგარელი

დღეს გეომაგნიტური დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს არა მხოლოდ ტრავმების კუთხით, არამედ, მაგალითად, არტერიული წნევის მხრივაც – შესაძლოა წნევის უეცარმა ცვალებადობამ გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, გავიზომოთ წნევა და აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მედიკამენტების მიღებით მოვიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში.

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას დილის 09:06 საათზე და გასტანს 24:00 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ყველას, განსაკუთრებით კი მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს, მართებთ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა უყურადღებობის ნიადაგზე პრობლემებმა არ იჩინონ თავი.

დღის რეკომენდაციები – გაითვალისწინეთ, რომ დღის განმავლობაში მოტყუებისა და პროვოკაციების ალბათობა მაღალია. დროსა და ენერგიას ფუჭად ნუ დახარჯავთ. ამავდროულად, ადამიანებში მოიმატებს დაკვირვების უნარი, გონებამახვილობა და თავგადასავლებისადმი ლტოლვა. მოერიდეთ ხასიათში სულსწრაფობის გამოვლენას და დაეყრდენით საკუთარ მართებულ ინტუიციას, ამით ბევრად უფრო სწორ ნაბიჯებს გადადგამთ.

დღე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, წიგნებისა თუ სპორტული ნივთების შესაძენად, ახალი ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის, ქორწინებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. პოზიტიური პერიოდია მეგობრული კონტაქტებისთვის, სულიერი განვითარებისთვის, სწავლისა და უცხოელებთან ურთიერთობისთვის. ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებსა და ღონისძიებებს. ეს დღე კარგია აუქციონებისა და პრეზენტაციებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად, ექსკურსიებისა და ტურისტული ლაშქრობებისთვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის, საიუბილეო საღამოების ორგანიზებისთვის, სამგზავრო ბილეთების შესაძენად და მოლაპარაკებების საწარმოებლად. უახლოეს პერიოდში აუცილებლად ახდება დღევანდელი კონკრეტული სახის სიზმარი.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის მიზანშეწონილი. სამაგიეროდ, ეფექტურია ფილტვების, ბრონქების, ხელებისა და მხრების მკურნალობა. კარგი დღეა მასაჟის ჩასატარებლად. მოერიდეთ ყურების გახვრეტასა და სისხლის გადასხმას.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, ზურმუხტი, საფირონი, ლაზურიტი და ქარვა – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, იისფერ, ლურჯ და ცისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიურია სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიურია კუროს, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები