LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევის შექმნილი ფონდი თბილისში ფორუმს გამართავს

50

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ შექმნილი გორჩაკოვის ფონდის დაფინანსებით, 13-14 ოქტომბერს დიდუბე პლაზაში ახალგაზრდა დიპლომატთა ფორუმი გაიმართება.ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის მიერ დაფუძნებული ფონდი ვებგვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ფორუმის მთავარი თემა „სახალხო დიპლომატია და კომპრომისების დიალოგია“, მიზანი კი რუსი და ქართველი ახალგაზრდების ურთიერთობისთვის საერთო სივრცის შექმნაა.

დაგეგმილ ფორუმს ოპოზიცია გამოეხმაურა და ხელისუფლება რუსული რბილი  ძალის წინააღმდეგ უმოქმედობაში დაადანაშაულა. “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ მედიაფორუმი რუსეთის მხრიდან საქართველოს დაცინვაა. ამავე პარტიის წევრი, გიგა ბოკერია  კი აცხადებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფოდან ფულის შემოდინება უნდა შეიზღუდოს.

“მედიაფორუმი პირდაპირ ფინანსდება რუსული ფულით და ეს არის ცინიკური დაცინვა საქართველოსი რუსეთის მხრიდან, როგორც არასოდეს, ისე არის გაძლიერებული რუსული ძალა საქართველოში”,- აცხადებს კაპანაძე

გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებით შეიქმნა და მისი დამფუძნებელი რუსეთის საგარეო უწყებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები