LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია თეთრ სახლში, სავარაუდოდ, არასოდეს გადავა

33

დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ცოლი, მელანია და შვილი, ბარონი საცხოვრებლად ნიუ-იორკში დარჩებოდნენ და 10 წლის ბარონის სასკოლო წელის დამთავრებას დაელოდებოდნენ. ამის შემდეგ კი, ტრამპის თქმით, მისი ცოლი და უმცროსი შვილი მასთან ერთად იცხოვრებდნენ თეთრ სახლში. თუმცა, ახლა არ გამორიცხავენ, რომ მელანია და ბარონი ვაშინგტონში საცხოვრებლად საერთოდ არ გადავიდნენ.

წყვილის მიერ მიღებული სიფრთხილის ზომები სრულიად გასაგებია, ბავშვი უცებ აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე გახდა თავდასხმების ობიექტი.

პრეზიდენტმა ტრამპმა „შაბათის შოუში“ სტუმრობისას სცენარისტი ქეთი რიჩი ბარონის შესახებ დაწერილი შეურაცხმყოფელი პოსტის გამო გააკრიტიკა.

„იუმორი ჩემთვის სრულიად მისაღებია, თუმცა ეს საშინელება იყო. თავს დაესხნენ 10 წლის ბავშვს… ის ძალიან კარგი ბიჭია და ჩემთვის ასეთი რამის მოსმენა ადვილი არ არის,“ – აღნიშნა ტრამპმა.

ამჟამად პრეზიდენტი და პირველი ლედი ერთმანეთისგან 200 კმ-ზე მეტით არიან დაშორებული და თეთრი სახლიდან ნიუ-იორკში მდებარე მათ 100 მილიონად ღირებულ სახლამდე 90 წუთიანი მგზავრობაა საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები