LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის გმირი ლაბრადორი, რომელმაც 52 ადამიანი გადაარჩინა

198

ლაბრადორის ჯიშის ძაღლი ფრიდა მექსიკის გმირი გახდა. მან მეხიკოს მიწისძვრის დროს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. ის მეხიკოს საზღვაო ძალებში მუშაობს. ის ადამიანებს ბეტონებისა და ნანგრევების გავლით ეძებდა.

მან დაღუპვისაგან 52 ადამიანი გადაარჩინა. ფრიდა 2 წლის ასაკიდან იწვრთნებოდა და ახლა დაკარგული ადამიანების ძიებაში პროფესიონალია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ოპერაციაში.

ფრიდას მადლობა მექსიკის პრემიერ-მინისტრმა ენრიკე პიენა ნიეტომაც გადაუხადა. მან სამადლობელი პოსტი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოაქვეყნა.

​შეგახსენებთ, რომ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. შემთხვევის შედეგად 245 ადამიანი დაიღუპა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები