LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის მორიგი საოცრება: არანორმალური სიზუსტე და პასი ფეხებს შორის (ვიდეო)

39

ესპანეთის ჩემპიონატი დაიწყო და თავისი პირველი თამაში მოიგო “ბარსელონამ”, რომელმაც შინ 3:0 დაამარცხა “ალავესი”. ორი კარგი გოლი გაიტანა ლეო მესიმ: ჯერ საჯარიმო შეაგდო დაბალი დარტყმით, როდესაც ცოცხალი კედელი მაღლა ახტა და მერე მატჩის სულ ბოლოს, მშვენივრად მიიღო ბურთი, ჰაერში დაამუშავა, მცველს კორპუსით აჯობა და მეკარეს ახლო კუთხეში შეუცურა.

ამ ყველაფერში გასაკვირი არაფერია და თითქოს მესიმ რაღა უნდა გააკეთოს, რომ ვინმე გააოცოს, მაგრამ როგორც ჩანს არგენტინელის დიდებას საზღვარი არ აქვს.

„ბარსელონას“ ვარჯიშზე ლეო მშვიდად ათამაშებდა ბურთს და უცებ მოედნის მეორე მხარეს გაუშვა ბურთი, სადაც ერთ-ერთი ჟურნალისტი რეპორტაჟს ამზადებდა.
ბურთმა ჟურნალისტამდე მიაღწია, მეტიც მას პირდაპირ ფეხებს შორის გაუძვრა.

ეს რეკლამის ტრეილერია, რადგან ვიდეორგოლის ბოლოში Adidas-ის სლოგანი ჩნდება: “აქ, რათა შექმნას”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები