LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს და ქალაქის ისტორიული ნაწილის რებილიტაციისთვის, შესაძლოა, 60 მილიონი გამოყოს

36

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი 60 მილიონი ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და თბილისის ისტორიული ნაწილის რებილიტაციას მოხმარდება, – ამის შესახებ ფინანთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დედაქალაქის ხელმძღვანლობასთან შეხვედრა უკვე გაიმართა.

“მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს ქალაქ თბილისში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი გაიზარდოს დაახლოებით, 60 მილიონი ლარით.

ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს დამატებითი ტრანსფერი და დღეს შევთანხმდით იმ ტექნიკურ დეტალებზე, თუ როგორ მოხდება ამ ყველაფრის გაკეთება.

თანხები მიემართება მიზნობრივად, მათ ძირითადი ნაწილი მოხმარდება ქალაქის მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობსებას, მათ შორის, მოძრავი შემადგენლობის გარემონტებას და ამასთან ერთად, განსაზღვრულია დამატებითი თანხები თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები