LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური უნივერსიტეტი გაიხსნა – ვინ იყვნენ პირველი მგზავრები

35

ახალი მეტროსადგური “უნივერსიტეტი” გაიხსნა.

სადგურის პირველი მგზავრები პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და მთავრობის სხვა წევრები იყვნენ.

“მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა. 2 ათაზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.
აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. ამ სადგურის ამუშავება დღეში 15 000 ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს გადაადგილებას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღეიდან მეტროსადგური ვაჟა-ფშაველას ორივე გვირაბი ამოქმედდება და სრული დატვირთვით იმუშავებს.

“უნივერსიტეტის” მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროს სადგურ „უნივერსიტეტიდან“ ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, მთლიანობაში, სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.

ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.

მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ჩაატარა.ფოტოები + ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები