LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ უახლოეს მომავალში გაიხსნება – ნარმანია

106

მეტროსადგური ”უნივერსიტეტი” გახსნისთვის მზად არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა. მისივე თქმით, მეტროსადგურის ტესტირების პროცესი მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში გაიხსნება.

„პარალელურ რეჟიმში, ჩვენ მეტროს ახალი შემადგენლობა მოვამზადეთ. ეს არის მოდერნიზებული, თანამედროვე დიზაინის 4- ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც მეტროსადგურის გახსნასთან ერთად შევა ექსპლუატაციაში. რამდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ შემადგენლობა. ასე რომ, მეტროსადგური უახლოეს მომავალში გაიხსნება და მოემსახურება ჩვენს თანამოქალაქეებს,” –  განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები