LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირისზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (18-24 ივნისი)

91

მიხეილ ცაგარელის კვირის (18-24 ივნისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და კომუნიკაბელურობის, ორგანიზატორული ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. მართალია, მოულოდნელად განვითარებული მოვლენები ფრთხილად და მეტი ყურადღებით მოქმედებას გაიძულებთ, მაგრამ საკუთარი გონებამხვილობის წყალობით მარტივად შეძლებთ ყველა პრობლემის დაძლევას, მთავარია, მოერიდოთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და გაუმართლებელ რისკს. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის.

კურო – ნაკლებად სტაბილური კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის და დამატებითი ვალდებულებების აღება, რათა არ გადაიტვირთოთ და არ შეიქმნათ ჯანმრთელობის პრობლემები. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება ახლობლებთან ურთიერთობისას, რადგან არაა გამორიცხული ერთი შეხედვით უმნიშვნელო უთანხმოებამ სერიოზული კონფლიქტი გამოიწვიოს. კარგი პერიოდია ინდივიდუალური საქმიანობისთვის, ამიტომ მოერიდეთ კოლექტიურ პროექტებს, იმოქმედეთ დამოუკიდებლად აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.

ტყუპები – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივისა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. ერთადერთი, რამაც შესაძლოა შეგიქმნათ პრობლემები – გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ფინანსური დანაკარგია, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და დროებით უარი თქვით მსხვილ საყიდლებზე. კარგი პერიოდია პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, ახალი პროექტების დასაგეგმად და მათ განსახორციელებლად, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად და გავლენიანი პარტნიორების შესაძენად.

კირჩხიბი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, კვირის ბოლოს მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა, მაგრამ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დასუსტებულია, ამიტომ არ ღირს ახალი საქმის დაწყება ან ახალი ნაცნობობის გაბმა, საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება და გაუთვალისწინებელ რისკზე წასვლა. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად და პრობლემების მოსაწესრიგებლად, შეცდომების გასაანალიზებლად და მოქმედების ახალი, ბევრად შედეგიანი გეგმის შესამუშავებლად.

ლომი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, სწრაფად გამონახავთ საერთო ენას ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან, რაც სადაო საკითხების დაძლევაში დაგეხმარებათ, ხელმძღვანელთა მხარდაჭერით კი, მარტივად განახორციელებთ ყველა იდეას. კარგი პერიოდია პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამოგზაუროდ გასამგზავრებლად და სხვა სასიკეთო ცვლილებეის განსახორციელებლად.

ქალწული – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა, კომპრომისის და ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ  კვირის ბოლოს, როცა საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, საერთო სიტუაციაც ეტაპობრივად გაუმჯობესდება. გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, შეძლებთ ორიგინალური იდეების ჩამოყალიბებას და პარტნიორების დაინტერესებას, ძველი კონტაქტების აღდგენას და ახლობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

სასწორი – წინა კვირასთან შედარებით, ბევრად სასიკეთო კვირაა. მართალია, ისევ მოგიწევთ საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცება და ბრძოლა უფლებების დასაცავად, მაგრამ კოლეგებთან საერთო ენის გამონახვის წყალობით, მაინც შეძლებთ არასასიამოვნო კონფლიქტის დაძლევას, მით უფრო რომ საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც, არ გაგიჭირდებათ საინტერესო პროექტებში ჩაბმა, ახალი იდეების ჩამოყალიბება და მათი რეალიზაციით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გახდებით ბევრად აქტიური და ინიციატივიანი, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, სწრაფად გაერკვევით ყველა პრობლემაში და მარტივად დაძლევთ ნებისმიერ კონფლიქტს. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. შეძლებთ საკამათო საკითხებში გარკვევას და პარტნიორებთან უთანხმოების დაძლევას. მართალია, გექნებათ საინტერესო იდეები, მაგრამ უკეთესია თავი შეიკავოთ მათი გასაჯაროებისგან, რადგან არაა გამორიცხული თქვენი პროექტები კონკურენტებმა და მოშურნეებმა მიისაკუთრეონ. საიდუმლოდ შეინახეთ პირადი ურთიერთობაც, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას და სერიოზული პრობლემების შექმნას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ცოდნის და საჭირო ინფორმაციის მისაღებად,  ახალი კონტაქტების დასამყარებლად და საქმიანი პარტნიორების შესაძენად.

თხის რქა – წინა კვირასთან შედარებით ბევრად სტაბილური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. შეძლებთ ძველი შეცდომების გაანალიზებას და დაგროვილი გამოცდილების წყალობით ახალი გეგმების დასახვას. თუმცა, ნუ გექნებათ ფინანსური საკითხების მოგვარების იმედი, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ფინანსები გახდეს კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზი. გამოიჩინეთ დიპლომატია და მეტი სიფრთხილო, რათა თავიდან აირიდოთ დამატებითი სირთულეები.

მერწყული – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ემოციური მდგომარებაც. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. მართალია, თავს შეგახსენებენ ძველი შეცდომები ან უთანხმოება კოლეგებთან, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით არ გაგიჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება. კარგი პერიოდია ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად, კარიერული წინსვლისთვის, პროფესიული განვითარებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თევზები – ნაკლებად პოზიტიური კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და სერიზული გადაწყვეტილებების მიღება. კარგი პერიოდია შემოქმდებითი პოტენციალის გამოსავლენად და ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად, რომელთა განხორციელებას აუცილებლად შეძლებთ გავლენიანი პარტნიორების დახმარებით.

გეომაგნიტური დღეები – 20, 21 და 23 ივნისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები