LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა ბათუმში – დღეს ნაპოვნი გარდაცვლილი ბიჭებიდან ერთს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი

59

ბათუმში, საცხოვრებელ ბინაში ნაპოვნი ორი ახალგაზრდა მამაკაციდან ერთ-ერთის ცხედარს ძალადობის და წამების კვალი აღენიშნება.

ამის შესახებ ადგლობრივები ყვებიან, რომლებიც ცხედრების აღმოჩენის დროს  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, ერთ-ერთ ახალგაზრდა კაცს, სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი და ორივე თვალის არეში ჩალურჯებები აღენიშნება.

თუმცა, შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ისინი ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ოჯახი მათ რამდენი დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. ცხედრები ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები