LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოლდოველ მხატვართა იონ და იულია კარჩელანების გამოფენა 28 ნოემბერს გაიხსნება

116

საქართველოს მხატვართა კავშირის სამხატვრო გალერეაში „ოპიზარი“იონ და იულია კარჩელანის გამოფენა სახელწოდებით „მოლდოვა ფერთა პოეზიაში“ 28 ნოემბერს გაიხსნება.

 

მოლდოველი მხატვარი, იონ კარჩელანი დაიბადა 1966 წლის 4 ოქტომბერს. მან პირველი ნაბიჯები ხელოვნების სამყაროში ბავშვობის ასაკში გადადგა. სწავლობდა ბავშვთა ხელოვნების სკოლა ნისპორენში, ქალაქი, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, გახდა მისი შთაგონების ძირითადი წყარო. მან გააგრძელა სწავლება კიშინიოვში, სახვითი ხელოვნების კოლეჯში „ილია რეპინი“. დამთავრების შემდეგ, იმოგზაურა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა გაეფართოებინა აკადემიური ცოდნა სხვა მხატვრების ნამუშევრებზე პირდაპირი დაკვირვებით.

იონის ქალიშვილი, იულია გაჰყვა მამის კვალს და სწავლობდა იმავე ხელოვნების სკოლაში ნისპორენში. მან დაამთავრა სახვითი ხელოვნების კოლეჯი „ალექსანდრუ პლამადეალა“, ჩისინაუ და დაასრულა ხელოვნების თეორიისა და ისტორიის შესწავლა „გიორგი ენესკუს“ სახელობის ხელოვნების უნივერსიტეტში, რუმინეთში.

 

იონისათვის ფერწერა წარმოადგენს განცალკევებულ და ღრმად პირადულ სამუშაოს; როგორც წესი, მხატვარი ძირითად დროს თავის სტუდიაში ატარებს იმავე სოფელში, სადაც დაიბადა.

 

იონი დაეუფლა აკვარელის ურთულეს ტექნიკას, სახელწოდებით „აკვარელი სველი სველზე“. მან შეიმუშავა უნიკალური სტილი, რომელსაც თან ახლავს მრავალი დეტალი და დაკვირვებები. სუბიექტები, რომლებსაც მხატვარი ასახავს თავის აკვარელის ნამუშევრებში, არიან მის გარშემო არსებული ადამიანები, ადგილები და ნივთები – მოსავლის სცენები, შორეული ეკლესიები, ფერმის ეზოები, ცხოვრების წესი მოლდოვას სოფელში. მის ნამუშევრებს მივყავართ კონკრეტულ ადგილამდე, კონკრეტულ მომენტამდე და განსაკუთრებულ განწყობაზე გვაყენებს.

 

იულია და იონ კარჩელანები საერთაშორისოდ აღიარებული მხატვრები არიან. მათი ხელოვნების ნიმუშები წარმოდგენილია სხვადასხვა გალერეასა და გამოფენებზე და ფასდება მრავალი ადამიანის მიერ. მათ დაპყრობილი აქვთ ისეთი ქვეყნების ხელოვნების ბაზარი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუმინეთი, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, რუსეთი და ჩინეთი.

 

იონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა იტალიის ბიენალე დე ჩიანციანო ტერმეს (Biennale de Chianciano Terme) მე-3 ადგილის მოგება. პრიზი გადაეცა ხელოვნების კრიტიკოსთა ევროპული კონფედერაციის მიერ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები