LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომაკვდავ პაციენტს საავადმყოფოში მოწევისა და ღვინის დალევის უფლება მისცეს (ფოტო)

72

დანიაში ერთ-ერთმა საუნივერსიტეტო კლინიკამ პაციენტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც პალატის აივანზე სიგარეტს ეწევა და ღვინოს შეექცევა. აღმოჩნდა, რომ 75 წლის კარსტენ ფლემინგ ჰასნენი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ, აორტის ანევრიზმის დიაგნოზით მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა უიმედოა და ექიმები მას გადარჩენის იმედს ვეღარ აძლევენ. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ჰანენი ოპერაციის გადატანას ვერ შეძლებს. ამდენად კლინიკამ გადაწყვიტა 75 წლის პაციენტის ბოლო სურვილი შეასრულოს და მას სიგარეტის მოწევისა და ღვინის დალევის უფლება მისცა. ჰანსენს თხოვნა მედდამ, რიკ კვიდსტმა შეუსრულა.

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკა თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევა, მედიკოსები მიიჩნევენ, რომ პაციენტისთვის კომფორტის შექმნა უმთავრესია. მედიკოსთა ამ ინიციატივას ჰანსების ოჯახის წევრებიც გაგებით მოეკიდნენ. ეს ემოციური ფოტო საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქის გვერდზე განთავსდა და მას უამრავი მოწონება აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები