LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ბელუჩი უკვე კანში იმყოფება

186

17 მაისს, კანში სტარტს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალი იღებს. უკვე ორი დღეა, საფრანგეთის აეროპორტში ვარსკვლავების ნაკადი არ წყდება, შესაბამისად, საკმაოდ ბევრი სამუშაო მიეცათ ფოტოგრაფებს.

პაპარაცებმა უკვე მოახერხეს მონიკა ბელუჩის დაფიქსირება, რომელიც კანს ამ დღეებში ესტუმრა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ლამაზმანი წელს ფესტივალის წამყვანი იქნება. მონიკას გარდა, უკვე საფრანგეთშია ჯესიკა ჩესტეინი, ლილი როუზ-დეპი, სიუზან სარანდონი, ბელა ჰადიდი, შარლოტა გენსბურგი და ა.შ.

წლევანდელი ღონისძიება 17-დან 28 მაისამდე გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი პედრო ალმოდოვარი, მისი თანაშემწე კი უმა თურმანი.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსზე 18 ფილმი იქნება წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები