LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიელის თავისებურები, მისი  დადებითი და უარყოფითი თვისებები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

12

მზის მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლასთან დაკავშირებით, 30 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ სწორედ ამ ნიშნით დაბადებულ ნანიკო ხაზარაძეს უმასპინძლა და მასთან ერთად მიმოიხილა მორიელის თავისებურები, მისი  დადებითი და უარყოფითი თვისებები.

მორიელის ზოგადი მახასიათებლები 

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ქარიზმატული, მებრძოლი და მაქსიმალისტი ზოდიაქოს ნიშანია, რომლისთვისაც არ არსებობს ოქროს შუალედი. მართალია, ხშირად ეცემა, მაგრამ რეგენერაციის საოცარი უნარის წყალობით, არასდროს უჭირს ფეხზე დადგომა.

თუ თვითგანადგურებისკენ მიდრეკილ მორიელში ნეგატიური თვისებები ჭარბობს, ის არა მხოლოდ გარშემომყოფთათვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც საშიშია, თუმცა საკუთარი ხასიათის სიღრმისეული შესწავლით, ყოველთვის შეუძლია დესტრუქციული ბუნების სხვათა სასარგებლოდ გარდაქმნა.

დამანგრეველი პლანეტა პლუტონის მიერ მმართულ მორიელს ყოველთვის ბევრი უსიამოვნება აქვს, რადგან არ შეუძლია მშვიდად ცხოვრება, მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გრძნობს თავს კომფორტულად, ზედმეტი სტაბილურობა კი, დეპრესიულად განაწყობს.

აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, ფსიქოლოგი და ექსტრასენსი იბადება ზოდიაქოს ამ ნიშნით, რადგან არაჩვეულებრივ მანიპულატორს ყოველთვის კარგად გამოსდის მასების მართვა. სხვათაშორის, მორიელს შესანიშნავი ინტუიცია აქვს, თუმცა ბუნებით მაზოხისტი, რომელსაც პოზიტიური ხედვა აკლია, უსიამოვნებას ბევრად უკეთ „წინასწარმეტყველებს“, ვიდრე სასიამოვნოს, თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი თაღლითის ამოცნობა და ბრწყინვალე ყნოსვა აქვს სიცრუეზე.

მორიელმა, რომელსაც უკიდურესობაში გადავარდნა ახასიათებს და ან ძალიან უყვარს ადამიანი, ან პირიქით – საშინლად სძულს, აუცილებლად უნდა ისწავლოს საკუთარი დესტრუქციული ენერგიის ეფქტურად გამოყენება. საუკეთესო გამოსავალი – სხვათა პრობლემებზე ზრუნვაა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებს ის მოჭარბებული ენერგიის გაცემას, დაკმაყოფილებას და საკუთარი ბედნიერების პოვნას.

მართალია, გასული წლის ოქტომბერში დადებითი ენერგეტიკის მატარებელი, წარმატების და ბედნიერების მომტანი პლანეტა იუპიტერი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, მაგრამ იუპიტერი არასდროს იყო მორიელის „მშობლიური“ პლანეტა, ამიტომ პოზიტიურთან ერთად ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი ნეგატივიც გაამრავლა და საკმაოდ არასასიამოვნოდ „წარმოაჩინა“ საკუთარი თავი, უამრავი სიბინძურე ამოატივტივა და ნოემბრის ბოლომდე კიდევ ერთხელ მოიქნევს კუდს.

თავისუფლად შეიძლება პარალელის გავლება ქართულ რეალობასთან. საკმაოდ მძიმე, დაძაბული პერიოდია, ამიტომ არაა გამორიცხული უამრავი ნეგატიური გამოაშკარავდეს, რასაც ჯერ სერიოზული ნგრევა, მერე კი, ერთგვარი განწმენდა მოჰყვება.

ნანიკო ხაზარაძის ინდივიდუალური თავისებურებები 

მართალია, ნანიკო მორიელის ნიშნით დაიბადა, მაგრამ ვერძის სერიოზულ გავლენას განიცდის, მით უფრო, რომ ეს ორი ნიშანი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რადგან ერთნაირად მებრძოლი, შეუპოვარები არიან და არასდროს უფრთხიან დაბრკოლებებს, თუმცა ბრძოლის განსხვავებული მეთოდები აქვთ. რა თქმა უნდა, მორიელის სტრატეგია ბევრად ჯობია რქებით გატანას ჩვეული ვერძისას, რადგან მას გაჩუმება და მოთმენა, ოპონენტის სუსტი წერტილებს მოძებნა და დარტყმის დელიკატურად მიყენება შეუძლია.

პირად და საქმიან ცხოვრებას შორის მორიელი ყოველთვის  საქმეს ანიჭებს უპირატესობას და წარმატებასაც აღწევს, რადგან ოჯახი მისთვის ძალიან შეზღუდული სარბიელია, სადაც ვერ ახერხებს ენერგიის დახარჯვას, მით უფრო, რომ ძალიან უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ამასთანავე, ნანიკო, რომელიც ვერძთან ერთად სასწორის ზოდიაქოს ნიშნის გავლენასაც განიცდის, ყოველთვის დახვეწილია და არაჩვეულებრივად გამოიყურება, რადგან  მორიელისთვის დამახასიათებელ სექსუალურ შარმს, სასწორის ელეგანტურობა და კარგი გემოვნება ავსებს, ყოველთვის კარგად გამოსდის გარდერობის შერჩევა და ფერების შეხამება, მაშინ როცა, ტიპიური მორიელი, რომელსაც ძალიან უყვარს შავი ფერი, ვულგარული სტილით ცდილობს ყურადღების მიქცევას. სხვათაშორის, მორიელს შავ ფერთან ერთად მუქი სათვალეც ძალიან ხიბლავს, რადგან სხვათა თვალთვალით გატაცებული და ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, როცა თვითონ დაფარული, ინტერესით აკვირდება სხვის თვალებს.

მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია მისი ჯანმრთელობაც, რადგან არ აწუხებს ქრონიკული დაავადებები, მეტწილად სასუნთქი გზების და ფილტვების, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს უჩივის და ტრავმულობისკენაა მიდრეკილი ტიპიური მორიელისგან განსხვავებით, რომელიც ალერგიით და ინფექციური დაავადებებით იტანჯება.

ნანიკოსთვის და ვერძის გავლენით დაბადებული მორიელებისთვის, ვინც მუდამ ახლის ძიებაშია, საუკეთესო პერიოდი დაიწყო, რადგან სწორედ ახლა შეძლებს ნაცნობობის წრის გაფართოვებას, ცოდნის, გამოცდილების შეძენასა და განვითარებას, მოგზაურობას და ახალი შთაბეჭდილებებით გამდიდრებას. ერთგავრი ტრანსფორმაციის წელი იქნება 2019 და 2020 წლის პირველი ნახევარი, როცა ძველის გადაფასებით აბსოლუტურად ახალ, 9-წლიან ციკლს დაიწყებს, რომელიც მდიდარი იქნება პოზიტივითა და სასიკეთო ცვლილებებით.

 

– ნანიკო, ხართ თუ მიდრეკილი თვითგანადგურებისკენ და როგორ ებრძვით ამ თვისებას?

– რა თქმა უნდა მიდრეკილი ვარ, თუმცა რეგენარაციის უნარიც მაქვს, რადგან უამრავი უსიამოვნების მიუხედავად, მაინც ლაღად ვაგრძელებ ცხოვრებას და არასდროს ვჩივი საკუთარ პრობლემებზე. მართალია, არ ვფიქრობ, რომ ჩემს ხასიათში ნეგატიური ჭარბობს, მაგრამ ზოგჯერ საშინელი აგრესია მიპყრობს, ტრანსფორმაციას კი, როგორც აღმოჩნდა, ძალიან დიდი დრო, საკუთარ თავზე მუშაობა სჭირდება და საკმაოდ რთულია. სხვათაშორის, სხვების მსგავსად მეც სტრესულ მდგომარეობაში ვარ უკეთესად, თუმცა ყოველთვის სიმშვიდესა და სტაბილურობას ვნატრობ.

– მორიელი უზარმაზარი ენერგიის პატრონია, რომელიც რამდენიმე ადამიანსაც კი ეყოფა. არსებობს მოსაზრება, თითქოს მორიელის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე, ოჯახის წევრი უნდა გარდაიცვალოს, რათა განთავისუფლდეს საჭირო ენერგია. ამასთანავე, ყოველთვის ახალი სიცოცხლე იბადება მორიელის გარდაცვალების შემდეგაც. საინტერესოა, თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

– უცნაურია, მაგრამ ჩემი ბიძა – დეიდას ქმარი, რომელიც მორიელის ზოდიაქოს ნიშანი ჰქონდა, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა, რამდენიმე დღეში კი, მისი შვილიშვილი დაიბადა.

– გაქვთ თუ არა, მორიელისთვის დამახასიათებელი ინტუიცია?

– სიმართლე ვთქვა, ინტუიციას არასდროს ვუჩივოდი. თუმცა, ნეგატივის პროგნოზირება უფრო კარგად გამოდის, ვიდრე პოზიტივის.

– როგორ თვლით, რამდენად მძიმე ხასიათი გაქვთ?

– ხშირად მეუბნებიან, რომ ძალიან მძიმე ხასიათი მაქვს, თუმცა თვითონ ასე არ ვფიქრობ. ვაღიარებ, რომ ერთი ცუდი თვისება ნამდვილად მაქვს – ყოველთვის თავისუფლად შემიძლია ადამიანთან ურთიერთობის სამუამაოდ გაწყვეტა, თუ მასზე სერიოზულად ვარ ნაწყენი და გაბრაზებული.

– გასული წლიდან ყველა მორიელმა საკუთარ თავზე იგრძნო სასიკეთო ცვლილებები, თუმცა, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად აღმოჩნდა მარტივი სასურველის მიღება. თქვენ რამდენად განიცადეთ გარდაქმნები?

– სრულად დავკარგე თვითშეფასება, თუმცა ისევ სამუშაო დამეხმარა. აბსულუტურად დამოუკიდებლად ვმუშაობდი, უზარმაზარი დრო და ენერგია, ემოციები დავხარჯე და სწორედ ეს დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები