LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის ქუჩებში ველური მელიები გამოჩდნენ

48

მოსკოვის ქუჩებში ველური მელიები შენიშნეს. ამის შესახებ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების განყოფილების დირეატორმა სერგეი ბურმისტროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მელიები ქალაქში ძალიან ბევრია. ისინი ტყე-პარკებიდან საკვებისთვის გამოდიან და ხშირად ადამიანების არ ეშინიათ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მელიები გარეული ცხოველები არიან. ამიტომ, თუ მათ ქუჩაში შენიშნავთ, არ შეეცადოთ მიახლოვებას, შეხებას ან გამოკვებას,“-აცხადებს ბურმისტროვი.

მისივე თქმით, დედაქალაქში მელიების მომრავლება გარკვეულწილად მაწანწალა ძაღლების რაოდენობის შემცირებით არის განპირობებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები