LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშრალ ხიდთან ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა

50

მარცხენა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან, ერთმანეთს “ოპელისა” და “სუბარუს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
თვითმხილველების თქმით, ორივე მანქანაში ოთხი ადამიანი იმყოფებოდა და ოთხივე მათგანი მძიმედ დაშავდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ “ოპელის” მარკის ავტომობილის მძღოლის მანქანიდან გამოყვანა მხოლოდ სამაშველო სამსახურის დახმარების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები