LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს

37

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2016 წელს ეკონომიკის 3%-იანი ზრდა დაფიქსირდება. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდის ტემპი 2,5%-მდეა გაზრდილი. 2016 წელს 3%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, რომელიც 2017 წელს 4,5%-მდე, 2018 წელს კი 5%-მდე დაჩქარდება.

” ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის ჯამური ზრდა 2015 წელს 2,1%-მდე შემცირდება, (2014 წელს ზრდა იყო 2,3%), რაც შედეგია ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის, უკრაინაში არსებული კონფლიქტის და რუსეთში არსებული რეცესიის რეგიონზე გავლენის ეფექტის. რაც შეეხება პერსპექტივას – 2016 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა 3% -მდე დაჩქარდება, იმ გათვლებით, რომ ნავთობის ფასის ვარდნა უფრო ნელი ტემპით მოხდება, ან ფასები დასტაბილურდება, რუსეთის ეკონომიკაში ვითარება გამოსწორდება, უკრაინის ეკონომიკა კი გამოცოცხლდება”, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2016 წელს 2,9% იქნება და არა ადრე ნავარაუდევი 3,3%. ამასთან,  განვითარებადი ქვეყნები „გაიზრდებიან“ 4,8%-ით, აშშ-ი – 2.7%-ით, ევროზონა – 1,7%. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდება და მხოლოდ 6.7% იქნება.

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიში 6 იანვარს გამოქვეყნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g