LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდი ხელფასები

67

ლონდონის მარკეტინგის სააგენტო Verve Search-მა და ნორვეგიულმა კომპანია Axo Finans-მა ფინანსური კვლევა ჩაატარეს და 112 ფეხბურთელის სია შეადგინეს, რომლებიც კვირაში არანაკლებ 100 ათას ევროს იღებენ (გადასახადების გადახდამდე და სარეკლამო შემოსავლების ჩაუთვლელად).

ათეული ასე გამოიყურება:

კრიშტიანო რონალდო – 410 ათასი ევრო
გარეთ ბეილი – 393
ლიონელ მესი – 359
ჰალკი – 359
ნეიმარი – 343
პოლ პოგბა – 326
ესეკილ ლავესი – 302
უეინ რუნი – 292
პრაციანო პელე – 281
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 270

ერთ-ერთ პუნქტში ეს მონაცემები არ ემთხვევა Football Leaks-ის მონაცემებს, რომელმაც ახლახან გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ესეკილ ლავესია.

მდიდარი ფეხბურთელების 43% პრემიერლიგაში გამოდის. შემდეგ მოდის ესპანური ლა ლიგა და ჩინური სუპერლიგა (15%), ბუნდესლიგა (10%), ფრანგული ლიგა 1 (9%) და MLS (3%). იტალიის სერია ა მხოლოდ მეშვიდეა (3%).

ყველაზე მეტი ფეხბურთელი, რომლებიც ექვსნიშნა ციფრებში იღებენ ფულს, „მანჩესტერ სიტიში“ არიან (18). შემდეგ მოდიან „ჩელსი“ (11), „იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ (10), „ბარსელონა“ (9), „რეალი“ და პსჟ (8).

პრიმერას ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა, პრემიერლიგის – პოგბა, ბუნდესლიგის – ლამი, სერია ა-სი – იგუაინი.

ყველაზე მეტი ყველაზე მდიდრები „ბარსელონამ“ აღზარდა (6), მას მოყვებიან „სან პაულუ“, „ბაიერნი“, „ვალენსია“ და „რივერ პლეიტი“ (3).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები