LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს 15 ყველაზე უცნაური ტრანსპორტი (ფოტო)

4047

არსებობენ ქვეყნები, სადაც ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობისა და ტურისტების გადაადგილებისთვის  სხვადასხვა და ცოტა უცნაურ სატრანსპორტო საშუალებებს იყენებს. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე უცნაურ სატრანსპორტო საშუალებებს.

 

 

 

Canal ტაქსი (ტაილანდი) – ამ დიდი ნავებით ბანგკოკში სხვადასხვა მიმართულებით ათასობით ადამიანი გადაადგილდება.

1

ჯონკი (ბანგკოკი) – ტრანსპორტის ეს სახეობა, ჩაშენებული ძრავით,  ასევე ძალიან პოპულარულია ბანგკოკში.

2

სეგვეი (აშშ) – ეს ელექტრონული თვითგადაადგილების საშუალება 2001 წელს დინ კეიმენმა გამოიგონა და ის ძალიან პოპულარულია.

3

გიროსკუტერი – ესაა გადაადგილების საშუალება, რომელიც დინამიკური ბალანსის საშუალებითა და ელექტროძრავის დახმარებით მოძრაობს. ამ სკუტერს ინტელექტუალურ ტრანსპორტს უწოდებენ, რადგან აქ სიჩქარის მართვა და მანევრირება საკმაოდ მარტივია.

4

ამფიბუსი ანუ ავტობუსი-ამფიბია (ნიდერლანდები) – ეს უნიკალური ავტობუსი მოძრაობს როგორც ხმელეთზე, ასევე წყალში. სხვათაშორის ეს ტრანსპორტი როტერდამის ღირსშესანიშნაობად ითვლება.

5

აქლემი-ავტობუსი (კუბა)  – ეს სატრანსპორტო საშუალება ავტობუსისა და სატვირთო მანქანის ნაზავია. ამ ავტობუსს 300-მდე ადამიანის გადაადგილება შეუძლია

6

მატარებელი-ატრაქციონი (გერმანია)  – ეს ერთი შეხედვით საშიში ტრანსპორტი ქალაქ ვუპერტალში 1901 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დაკიდებულ მატარებელს დღეში 82 ათასი ადამიანი გადაჰყავს.

7

მაგლევი ანუ მატარებელი მაგნიტურ ბალიშზე (შანხაი) – ეს მატარებელი 431 კმ სიჩქარეს ანვითარებს საათში და ის შანხაიში მოძრაობს. ესაა ყველაზე სწრაფი მატარებელი მსოფლიოში.

8

DUKW ( (დიდი ბრიტანეთი) – ესაა კიდევ ერთი ავტობუსი-ამფიბია, რომელიც ტურისტებს ლონდონის უკეთ დათვალიერების საშუალებას აძლევს.

9

ფელუკა (ეგვიპტე) – ესაა ტრადიციული ეგვიპტური ნავი, რომელიც ხისგანაა დამზადებული. ამ სატრანსპორტო საშუალებას ეგვიპტელები უკვე წლებია გამოიყენებენ და ის კულტურის ნაწილად ითვლება.

10

Cyclo (ვიეტნამი)- ეს ტრასპორტი საკმაოდ პოპულარულია ვიეტნამში. ამ ველოტაქსით ტურისტები სწრაფად გადაადგილდებიან ხალხით დატვირთულ ქუჩებში.

11

ბამბუკის რკინიგზა კამბოჯაში – ბამბუკისგან დამზადებული ეს გადაადგილების საშუალება საათში 40 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს და ის  ძალზედ ეკონომიურია.

12

Barco de totora (პერუ) – ეს ტრანსპორტი ძალზედ პოპულარულია ადილობრივ მეთევზეებსა და ტურისტებში.

13

ლიფტები (ჩილე) – ეს ლიფტები მე-20 საუკუნის დასაწყიში შეიქმნა. ძირითადად ისინი მოქმედებს იმ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მაღალმთიან ადგილებში ცხოვრობენ. ასევე ეს ლიფტი კარგი საშუალებაა ტურისტებისთვის უფრო კარგად შეათვალიერონ ქალაქი ვალპარასიო.

14

ეტლი (იაპონია) – ეს ტრანსპორტი იაპონიის კულტურის ნაწილად ითვლება და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან მოქმედებს.

15

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები