LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაში ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან, სულ მცირე ფინანსთა სამინისტროში – ირაკლი კობახიძე

43

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საუბრობს. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, დიმიტრი ქუმსიშვილს აუცილებლად სხვა კანდიდატი ჩაანაცვლებს.

“ახალი სახეები ყველა შემთხვევაში იქნებიან, სულ მცირე, დასასახელებელია ახალი კანდიდატი ფინანსთა სამინისტროსთვის. იქნებიან სხვა ახალი კანდიდატებიც. ეს არის ბატონი მამუკას პოზიცია. თუმცა, რა მასშტაბის იქნება ეს ცვლილებები, ამას ვიხილავთ ჩვენ როდესაც თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას” – განაცხადა კობახიძემ

როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შემდეგად მამუკა ბახტაძე თავად დაასახელებს მთავრობის შემადგენლობას.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.ერთი კვირის ვადაში კი პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარუდგინოს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე 14 ივნისს წარადგინეს.