LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნდიალის 10 აღმოჩენა

41

ბრიტანულმა საფეხბურთო ჟურნალმა FourFourTwo-მა ტოპ-10 ფეხბურთელის საკუთარი რეიტინგი შეადგინა, რომლებიც ჯერაც მიმდინარე მუნდიალის აღმოჩენები გახდნენ.

პირველ ადგილზეა მექსიკის ნაკრების 22 წლის ჰავბეკი ირვინგ ლოსანო. სწორედ მან გაუტანა გამარჯვების გოლი გერმანიას ჯგუფურ ეტაპზე.

მეორე ადგილზე იაპონიის ნაკრების 30 წლის ნახევარმცველი ტაკასი ინუი გავიდა. მის ანგარიშზეა გოლი + პასი სენეგალთან (2:2), ასევე გოლი მერვედფინალში ბელგიასთან (2:3).

მესამეზე FourFourTwo-მ დააყენა 22 წლის რუსი ნახევარმცველი ალეკსანდრ გოლოვინი. მან გახსნით შეხვედრაში საუდის არაბეთთან გოლი და ორი საგოლე პასი გააკეთა.

1. ირვინგ ლოსანო (მექსიკა)
2. ტაკასი ინუი (იაპონია)
3. ალეკსანდრ გოლოვინი (რუსეთი)
4. ანტე რებიჩი (ხორვატია)
5. ხუან კინტერო (კოლუმბია)
6. ბენჟამენ პავარი (საფრანგეთი)
7. რიდრიგო ბენტანკური (ურუგვაი)
8. მუსა ვაგე (სენეგალი)
9. ჟო ხენ უ (სამხრეთ კორეა)
10. ვიკტორ კლასონი (შვედეთი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები