LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარმილიონამდე ადამიანი რუმინეთში მთავრობის გადადგომას ითხოვს

78

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.

„ბიბისის“ ინფორმაციი, კვირას რუმინეთის ხელისუფლებამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვით,  პასუხისგებაში არ მიეცემოდნენ კურუფციაში ბრალდებული მაღალჩინოსნები.

ამის მიუხედავად, რუმინეთის მოსახლეობა მაინც შეუერთდა საპროტესტო აქციას, ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლება კანონპროექტის რედაქტირებას და პარლამენტში გადაგზავნას მაინც გეგმავს.

დემონსტრაციის ბევრი მონაწილე ხელისუფლების გადადგომას ითხოვს, საპროტესტო აქციები უკვე მეექვსე დღეა, გრძელდება.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ბუქარესტსა და რუმინეთის სხვა ქალაქებში დაახლოებით 500 ათასი ადამიანი მონაწილეობს დემონსტრაციებში.

ხელისუფლების დადგენილება ძალაში 1- თებერვალს უნდა შესულიყო და ის კორუფციაში ბრალდებულ ათეულობით პოლიტიკოსს დაიცავდა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სასჯელის შემსუბუქება და უკვე მსჯავრდებულების შეწყალება გადატვირთული ციხეების პრობლემას მოაგვარებდა.

9 ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, საფრანგეთმა და აშშ-მ უკვე გამოთქვეს შეშფოთება დადგენილებასთან დაკავშირებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები