LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი აკაკი გოგიჩაიშვილს პასუხობს – „ნიკა გვარამია არის ხელმძღვანელი, რომელთანაც მე ნამდვილად მქონია კამათი…“

97

მცირე ხნის წინ, აკაკი გოგიჩაიშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა და ტელეკომპანია „იბერიაში“ გადაინაცვლა. მან ამასთანავე განმარტება გამოაქვეყნა, სადაც „რუსთავი 2“-ის შიდა სამზარეულოზე ისაუბრა და ნიკა გვარამიას პოლიტიკა გააკრიტიკა. აკაკის თქმით, „რუსთავი 2“ მისი ვერ გახდა, მიუხედავად ცნობილი სლოგანისა, „რუსთავი 2“ ჩემია და ტელევიზიიდან პროფესიონალებს ყოველგვარი მიზეზების გარეშე ათავისუფლებენ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა კოლეგას ასეთი პოსტით უპასუხა:

კაკოს პირველი პოსტი უკომენტაროდ დავტოვე. მიუხედავად იმისა, რომ რ2 ჩემიცაა. (2001-2009) (2012-2018) კი გამოვიდა 14 წელი და ეს ნამდვილად ბევრია, როცა თავად ხარ 38 ის:) თან, კაკო არის ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ, წლები მაკავშირებს. უბრალოდ, მეორე განცხადებაში გაკეთებულმა მინიშნებამ, „კარგია ვერავინ თქვაო…“, საჭიროდ ჩავთვალე, მეც მეთქვა რაღაც:)

ნიკა გვარამია არის ხელმძღვანელი, რომელთანაც მე ნამდვილად მქონია კამათი, თან ცხარე. მაშინ, როცა რ2-ის წილების გადანაწილება მიდიოდა. საჯარო პოსტიც კი დავდე, როგორ არ ვეთანხმებოდი მათ, ( დღეს უკვე წასულ- წამოსულებს) როცა სხვების ქონებას ინაწილებდნენ. იქნებოდნენ ესენი ყარამანიშვილები, თუ ქიბარ ხალვაში.

მაშინ ვერავინ გაბედა ნიკასთვის იმის თქმა, რომ იდეა არ იყო სწორი. პირიქით, არწმუნებდნენ, რომ სხვების ქონებაზე დაპატრონება ერთადერთი სწორი გზა იყო. ჩავარდა ეს გეგმა და სად არიან ის ადამიანები, რომლებიც მაშინ %ებს აქტიურად იწერდნენ? თორემ დღეს, ვინც არხზე დავრჩით, თითქმის ყველამ უარი ვთქვით „წილებზე“. ამდენი რატომ ვწერე, ნიკასთან განსხვავებული აზრის დაფიქსირება სულაც არაა პრობლემა.

შეიძლება, ნიკა გაღიზიანებდეს, არ ეთანხმებოდე, მაგრამ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დააბრალო, ისეთივე არასწორია, როგორც მაშინ, სხვების ქონების გადანაწილება.

ყველაზე მეტად თუ რამე მომწონს ამ უფულო ტელევიზიაში:)) ჩემი საქმის გარდა, დამოკიდებულებებია ერთმანეთის მიმართ, რაც გვაძლებინებს და მტერს აფიქრებინებს, რომ „გიჟები“ ვართ, ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით. იმედია, კაკოს პოსტი ბოლოა, რომელმაც კიდევ ერთხელ მათქმევინა, „მეგონა, აღარაფერი გამაკვირვებდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები