LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ გიორგანაშვილს, სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება

49

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივ ჯგუფში ფიგურირებს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც  23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 2017 წლის 25 იანვარს დააკავეს, ხოლო 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. გიორგი გიორგანაშვილს ნარკოდანაშაულისთვის სხვა დაკავებულებთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები