LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაყინი ადამიანის შრომისუნარიანობას აორმაგებს

47

ახალი კვლევის მიხედვით, ნაყინს ადამიანი მალე გამოყავს ძილის მდგომარეობიდან და მის შრომისუნარიაონობას აორმაგებს. ამ დასკვნის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ წერს და ის იაპონელი მეცნიერების ახალ კვლევას ეფუძნება. გაირკვა, რომ ნაყინი ხელს უწყობს ადამიანის მალე გამოღვიძებას და მისი ტვინის მუშაობის ხარისხსაც აუმჯობესებს. მკვლევარები ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდნენ. ნაყინის მიღების შემდეგ მეცნიერები მათ ანალიტიკურ შესაძლებლობებსა და რეაქციებს სწავლობდნენ.

აღმოჩნდა, რომ ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც ნაყინი მიირთვეს, ბევრად სწრაფად ართმევდნენ თავს დავალებებს. ნაყინი იწვევს ალფა-ტალღების მომენტალურ სტიმულაციას თავის ტვინში. პროფესორი ესიხიკო კოგოი ამბობს, რომ ადამიანის ტვინი ნაყინის მიღების შემდეგ უფრო სხარტი და მობილური ხდება. თავდაპირველად მეცნიერმა ეს ყინულის ეფექტით ახსნა, თუმცა სხვა სახის ცივი საკვების მიღებამ ასეთივე ეფექტი არ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები