LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა კოჩაროვი: „ვიფიქრე, ჩაგვქოლავენ-მეთქი. ბევრი ჰომოფობი და ნაცისტი გვყავს…“

351

ნიკა კოჩაროვი და Young Georgian Lolitaz წლევანდელ „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით წარდგნენ. „Midnight Gold“, ანუ კომპოზიცია, რომლითაც ჯგუფი ევროპული აუდიტორიის წინაშე წარდგა, თავად ნიკაც აღიარებს, რომ არ იყო გათვლილი კომერციაზე და ზოგადად, ამ კონკურსში მონაწილეობაზე შეთავაზებას, ჯგუფის სტოკჰოლმურ თავგადასავალს და გამოხმაურებებს ღიმილით იხსენებს.

ნიკა კოჩაროვს „ფორტუნა“ ექსკლუზიურად ესაუბრა.

გვახსოვს სტატია, რომელიც ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა და „პიდარასტიის აპოლოგეტები“ გიწოდათ… გაგიკვირდა?

ნიკა:

13275077_10208225839976776_1890834877_oარა. როდესაც „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე მივიღე შემოთავაზება, თავიდანვე ვიკითხე, იცით, რა მაგარ შარში ყოფთ თავს-მეთქი. მე ბევრად უარეს გამოხმაურებებს ველოდებოდი. ვიფიქრე, ჩაგვქოლავენ-მეთქი. სერიოზულად არც ერთ კომენტარს არ ვიღებ. ყველას თავისი აზრი აქვს. გვიწოდეს გეების აპოლოგეტები. ადამიანისთვის, რომელიც ჩახედული არ არის ამ სფეროში და ნახულობს, რომ ბიჭების ჯგუფს ჰქვია ლოლიტები, შესაძლოა, სხვადასხვა აზრი შეექმნას. მერე, ალბათ, „იუთუბზე“ მიგვძებნეს და ნახეს, რომ გვაქვს სიმღერა, სახელწოდებით Gay Swimmer, სულ გაგიჟდნენ (იცინის). შემდეგ გადათარგმნიდნენ „გუგლ ტრანსლეიტში“ სიმღერის სახელწოდებას და კიდევ უფრო გადაირეოდნენ. ბევრი ჰომოფობი და ნაცისტი გვყავს. ჩემამდე არ მოსულა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იქნებოდა კითხვები: როგორ, საქართველოს კოჩაროვი წარმოადგენს? (იცინის).

მუსიკალურად რამდენად ახლოს იყო შენთან „ევროვიზია“? რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც გისვამ…

სიმართლე გითხრა, მაინც მოვერგეთ ამ კონკურსს. ქვეცნობიერად მაინც მივდიოდი მუსიკალურ კომპრომისზე საკუთარ თავთან. თუმცა სიმღერა ისეთია, რომელსაც არც კუპლეტი აქვს, არც მისამღერი, სტრუქტურულად სრულიად აჭრილი, დარწმუნებული ვარ, ასი კაციდან ვერც ერთი ვერ წაიმღერებს… ასეთი სიმღერით რომ გავედით და მაინც ჰქონდა გამოხმაურება, ძალიან მაგარია. საერთოდ, ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ და შესაძლოა, ამას ჟურნალისტთან არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მაინც ვიტყვი – მეშინოდა, „ევროვიზიაზე“ მელოდიური და პოპსიმღერით რომ გავსულიყავი, საკუთარი თავის ღალატი იქნებოდა.

13234930_10208225839936775_982128864_oსოციალურ ქსელში წერდნენ, ეს რა „ევროვიზიაზე“ წასაღები სიმღერააო…

მე ძალიან კარგი რეზულტატით დავბრუნდი სტოკჰოლმიდან, მაგრამ მესმის ჩვეულებრივი მსმენელისაც. მათ გაიგეს, რომ მეოცე ადგილზე გავედით. ბევრისთვის აქ მთავრდება ყველაფერი. ხომ აღარ ინტერესდება, ფინალშიც რომ გადავედით, ესეც საოცრება რომ იყო და დიდმა ბრიტანეთმა უმაღლესი, 12 ქულა დაგვიწერა. ეს ჩემთვის გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის კონკურსი ამის გამოცხადების შემდეგ დასრულდა. როგორც მერე აღმოვაჩინე, მთელი „ევროვიზიის“ ისტორიაში, ინგლისს საქართველოსთვის არც ერთი ქულა არ მიუცია.

სხვათა შორის, „ევროვიზიის“ რეჟისორთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მხოლოდ საქართველოზე ილაპარაკა. ეს ტიპი ნამდვილი დირიჟორია, რეალურ დროში ანათებდა ჩვენს გამოსვლას…

რა ხდებოდა „ევროვიზიის“ კულუარებში… ამ ფორმატისგან ძალიან შორს ხართ აშკარად.

ჯგუფის წევრები სახელითაც ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი დრო ვატარეთ, ოღონდ მუშაობაში. შიგნით სასწაული ხდება, ისეთი მონსტრი მუშაობს, მგონი, საქართველოში „ევროვიზია“ ვერასდროს ჩატარდება. მაშინ ყველა უცხოეთიდან უნდა ჩამოიყვანონ და არც ერთი ქართველი არ უნდა დაასაქმონ (იცინის).

13271706_10208225839896774_1230981284_oქალაქში რომ გავდიოდით, ორ-სამ წუთსაც ვერ გავივლიდით, რომ ვინმეს ავტოგრაფი არ ეთხოვა და ფოტოები არ გადაეღო. სხვათა შორის, არტისტებისგან მივიღეთ ბევრი კომპლიმენტი. კარგად დავარცხნილი გოგონები, ბიჭები, რომლებიც სახლში როკ-ენ-როლს უსმენენ, მერე გამოდიან და პაპსას ასრულებენ, მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ, რა კარგები ხართო. ჩემთვის საუკეთესო არტისტისგან მიღებული კომპლიმენტია.

ვერ გეტყვი, რომ ასეთ დიდ სცენაზე არ გამოვსულვართ, დიდ სცენებზე ვყოფილვართ. ბევრი კარგი რამ მოიტანა „ევროვიზიამ“, მათ შორის ის, რომ მოდის წერილები, გვეპატიჟებიან ფესტივალებსა და კონცერტებზე. ინგლისიდან გვაქვს შემოთავაზება კონტრაქტის გაფორმებაზე.

შენ ხომ ცხოვრობდი ინგლისში?

5 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, მაგრამ ძალიან მომწყინდა… ერთი დღეც კი არ მქონია სხვა სამსახური, მუსიკის გარდა, მაგრამ მაინც მძიმე იყო იქ ცხოვრება. ინგლისში ცხოვრებისას შემეძინა ორი შვილი. ვფიქრობ, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნება იყო. უცხოელებთან უფრო აქტიური ურთიერთობა მაქვს, არასდროს წავალ სხვაგან საცხოვრებლად, მხოლოდ სამუშაოდ. 35 წლის ვარ, რაღა დროს ჩემი წასვლაა.

13271720_10208225840016777_130941919_oშენზე ამბობენ, მაგარი მამააო, მართალია?

ბოლო დროს ბევრს ვმუშაობ და იშვიათად ვარ კარგი მამა, მაგრამ ისე არ არის ტყუილი. ვცდილობ, ბავშვებს მოვუარო. პამპერსის გამოცვლაც ვიცი, რა თქმა უნდა!.. პირველი შვილი რომ შეგვეძინა მე და ჩემს მაშინდელ მეუღლეს, ერთად გავზარდეთ. თბილისში რომ დავბრუნდით, ბებიები ჩაერთნენ საქმეში და ჩემი ადგილი აღარ დარჩა (იცინის).

შვილებზე მოგვიყევი… გინდა, მუსიკას გაჰყვნენ?

4 და 7 წლის ბიჭები მყავს, კოსმო და დამიანე. მინდა, ის აკეთონ, რასაც თავად მოისურვებენ. რაც შეეხება მუსიკოსობას საქართველოში, ხანდახან ერთი წელი ისე გავა, რომ კონცერტი არ გექნება, ზოგჯერ ძალიან კარგია, ფინანსურადაც და ემოციურადაც. ყველა პროფესიას აქვს კარგი და ცუდი, მაგრამ მუსიკოსობას საქართველოში ძალიან ღრმა უკიდურესობები ახასიათებს. ძალიან გაჭირვებული პერიოდები არ გამომივლია, რადგან სულ ვცდილობ თავის დაძვრენას. სხვები, ალბათ, ცოტა სნობებიც არიან. ყველას აქვს თავისი „პლანკა“. ხანდახან, როცა გაგვჭირვებია, მე და ჩემს გიტარისტს, ლევანს გვაქვს დუო, მივდივართ და ბარებში ძალიან იაფად ვუკრავთ. ასე ათ ბარში მივალთ და ფულიც გვიჩნდება (იღიმის).

წელს ფასიანი კონცერტი არ მქონია. „ლოლიტაში“ გვაქვს ახლა პირველი კონცერტი. ახლა უფრო წამოვიდა შემოთავაზებები…

13231025_10208225839816772_1920138578_nქართულ შოუბიზნესში მოიაზრებ თავს?

არც მე მოვიაზრებ და არც შოუბიზნესის წევრები მომიაზრებენ (იცინის). ერთადაც გამოვსულვართ კონცერტებზე, მაგრამ თითქოს „აუთსაიდერები“ ვართ.

თქვენი ტიპის მუსიკისთვის რამდენად არის გასაქანი საქართველოსთვის?

ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მსმენელი გვყავს. ალბათ, დიდი კონცერტი რომ ჩავატაროთ, კარგი პრომოუშენის შემთხვევაში, 1000 კაცი მოვა. ასე იყო „ევროვიზიამდე“, შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. შესაძლოა, ჩვენი ბრალიცაა, რადგან არანაირი პრომოუშენი არ გვაქვს. „ფეისბუქზე“ ჩვენს გვერდს 1500 ლაიქი ჰქონდა, რაც ძალიან ცოტაა…

გეგმები როგორია?

ჩემი ახალი გატაცებაა ვინილების შეგროვება და მინდა, ჩვენი ალბომი ვინილზე გამოვიდეს… „ევროვიზიის“ ყველაზე დიდი პლუსი ის იყო, რომ ბევრი ვინილი ჩამოვიტანე სტოკჰოლმიდან (იცინის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g