LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლ კიდმანს სცენაზე კოცნის სხვა ფაქტები გაუხსენეს

52

რამდენიმე დღის წინ, „ემის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტრიუმფატორი გამარჯვებულისა და ვარსკვლავების ვიზუალის გარდა, შოუს ბევრი მკაფიო მომენტი ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი კი ნიკოლ კიდმანი იყო, რომელმაც კატეგორიაში „მინი-სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალი“ გაიმარჯვა პროექტით „დიდი პატარა ტყუილები“.

სატელევიზიო პრემია „ემი“ კიდმანმა პირველად მიიღო და ამ ფაქტით უზომოდ გახარებულმა ვარსკვლავმა ემოციები უცნაურად გამოხატა. ნიკოლი გვერდით მდგომ კოლეგას, ალექსანდ სკარსგარდს გადაეხვია და ტუჩებში აკოცა. დარბაზში კი ამ ყველაფერს თვალს კიდმანის მეუღლე, კიტ ურბანი ადევნებდა. სოციალურ ქსელში ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დაკვირვებულებმა კი კიდმანის წარსული გაიხსენეს და აღმოაჩინეს, რომ მსგავსი უცნაური საქციელი ავსტრალიელი ლამაზმანისგან პირველი არ არის. 2003 წელს, „ოსკარების“ დაჯილდების ცერემონიაზე მსახიობმა დენზელ ვაშინგტონს აკოცა, 2015 წელს კი მისი მორიგი ობიექტი ნაომი უოტსი გახდა, ფილმ „ლომის“ კოლეგასთან, დევ პატელთან კი ის ლოყაზე მოფერებითა და მხარზე თავის დადებით შემოიფარგლა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები