LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნიკორა” ბოტანიკურ ბაღს 100 000 ლარით დააფინანსებს

128

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ნიკორა სუპერმარკეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის შევსება-განახლების, მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევისა და შესწავლის, ბოტანიკური ბაღის შესაძლებლობების ზრდის და ზოგადად, საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში კომპანია ბოტანიკურ ბაღს მიზნობრივად დააფინანსებს 100 000 ლარის ოდენობით.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ეროვნული  ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ და „ნიკორა სუპერმარკეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ მოაწერეს.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. მისი განცხადებით, სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კერძო სექტორი, საჯარო სექტორთან ერთად, საზოგადოების კეთილდღეობის ასამაღლებელ ღონისძიებებში ერთვება.

ბოტანიკურ ბაღთან ხელმოწერილი შეთანხმება, კლასიკური ნიმუშია იმისა, როგორი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე უნდა იყოს კომპანია, რომ ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას;  იმას, რომ ბოტანიკურ ბაღში მეტი უკეთესი პროექტი გაკეთდეს, მეტი ტურისტი და ვიზიტორი მოვიზიდოთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელმა თამაზ დარჩიძემ იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც შემოწირულობის ფარგლებში დაფინანსდება.

„თანხა, რომელიც შემოწირულობის სახით იქნება მობილიზებული ბოტანიკური ბაღის ანგარიშზე,  ბოტანიკური ბაღის მიერ ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით, მცენარეთა მრავალფეროვნების სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების დასაფინანსებლად, აგრეთვე საგანმანათლებლო საქმიანობისა და რაც მთავარია ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციის შევსება-განახლების აქტივობებზე დაიხარჯება,“- განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

საქართველოში ეს ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია, როდესაც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კერძო კომპანია უშუალოდ ერთვება ბიოლოგიური მრავალფეროვნების კვლევის საქმეში, კონკრეტული გარემოსდაცვითი პროექტების ფინანსური მხარდაჭერის გზით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები