LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბურჯანაძემ სასამართლოზე ვალერი გელაშვილის ცემაში სააკაშვილი დაადანაშაულა

36

ნინო ბურჯანაძემ ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის ფაქტზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დასდო ბრალი.

ბურჯანაძე ყოფილი დეპუტატის ცემის საქმეზე მოწმის სტატუსით დღეს დაიკითხა. ბურჯანაძის განცხადებით, ყოფილ დეპუტატს პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ვერავინ სცემდა.

„როცა სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით კითხვა დავუსვა, ისევ კითხვა შემომიბრუნა, – არ იყო საცემიო?“ – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ.

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განმარტებით, საქმეში დევს ყოფილი სპეცრაზმელების ჩვენებები, რომლებიც, ასევე მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბრობენ. პროკურორის ინფომაციით, მომავალ სასამართლო სხდომაზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, დაიკითხება, რომელიც, ასევე მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები