LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე 27 მარტს კონცერტს გამართავს

284

27 მარტს ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, კონცერტს გამართავს. შესრულდება რიჰარდ ვაგნერისა და გუსტავ მალერის ნაწარმოებები. ორკესტრს უდირიჟორებს სვიმონ ჯანგულაშვილი. მონაწილეობენ: გორის ქალთა კამერული გუნდი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გორის ბავშვთა გუნდი და სტუდია „ანა-ბანას“ გუნდი.

კონცერტის წარმდგენია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი.

თავად მეცოსოპრანო ამჟამად თბილისში არ იმყოფება. ის მარტის შუა რიცხვებში ჩამოვა და ორკესტრთან ერთად რეპეტიციებს დაიწყებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები