LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნინო სურგულაძე და მეგობრები“ – მორიგი საქველმოქმედო გალაკონცერტი „ნატვრის ხისგან“

69

28 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ საკუთარი პატარა ბენეფიციარებისთვის მორიგ საქველმოქმედო პროექტს გამართავს. ღონისძიებას, ტრადიციისამებრ, კომპანია „სოკარი“ წარადგენს. პროგრამა „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ეს იქნება რიგით მეხუთე ღონისძიება, რომელიც საქველმოქმედო ფონდის სახელით გაიმართება. მასში ნინო სურგულაძესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ კორსიკული ჯგუფი „სარტენე“, ფრანჩესკო ტასკაიალი, ოლივერ პული, შოტლანდიიდან – სპად დი ფაიფერი, იტალიური ჯგუფი „ლე დივას“, გორის ქალთა კამერული გუნდი, სოფო კაკულია, ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლები – „რუსთავი“, „ირიაო“, „ბასიანი“, „ქართული ხმები“, „გეორგიკა“. ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრს მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს.

შემოსული თანხით ფონდი იმ პატარებს დაეხმარება, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასწრაფოდ სჭირდებათ მკურნალობა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები