LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილისა და ნინი ბადურაშვილის კონცერტმა ათენში ანშლაგით ჩაიარა

127

ქართველი ემიგრანტებისთვის ათენში, თეატრ „ვეაკში“, სადაც რვაასამდე ადამიანი ეტევა, ნოდიკო ტატიშვილისა და ნინი ბადურაშვილის კონცერტი შედგა, რომელმაც ორ საათს გასტანა. კონცერტის შემდეგ მომღერლები დარბაზში ჩავიდნენ და ყველა მსურველთან ერთად ფოტოები გადაიღეს. როგორც ნოდიკომ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ემიგრანტებთან შეხვედრა, როგორც ყოველთვის, ცრემლებითა და ემოციებით იყო სავსე.

ნოდიკო ტატიშვილი:

შეიძლება ითქვას, რომ თეატრის დარბაზში პერეანშლაგი იყო. ჩემი და ნინის კონცერტი ავთანდილ კაკაბაძემ გააკეთა, ახალგაზრდა კაცია, რომელიც დიდი ხანია, საბერძნეთში ცხოვრობს და ბოლო დროს გადაწყვიტა, იქ ქართველი შემსრულებლების კონცერტებს გაუწიოს ორგანიზება. ჩვენი კონცერტი არაჩვეულებრივად იყო ორგანიზებული.

როგორც ვიცი, მცირე დროით იყავით ჩასულები. არ გადაიღალეთ?

მე და ნინი სულ ორი დღით ვიყავით ჩასულები, მართალია, ვერ გამოვიძინეთ, რადგან სულ გადაღებებზე გვიწევდა სიარული, შემდეგ რეპეტიცია გავიარეთ და საღამოს კონცერტი გავმართეთ. ახლა ორდღიანი გამოძინება არ გვაწყენდა, მაგრამ ის ემოციები, რაც ქართველი ემიგრანტებისგან მივიღეთ, ყველაფერს წონის. განსაკუთრებულად შეგვხვდნენ და ჩვენი დანახვით და მოსმენით ძალიან იყვნენ გახარებულები. კონცერტის დასრულების შემდეგ დარბაზში ჩავედით და ყველა მსრუველთან ფოტოები გადავიღეთ. ხომ ხვდებით, ეს რამდენ ხანს გასტანდა? (იღიმის). ძალიან კმაყოფილები ვართ ჩატარებული კონცერტით. ეკა ხოფერიაც გამოგყვა და ჩვენი ეს ვოიაჟი თავისი გადაცემისთვის გადაიღო.

კიდევ გექნებათ საზღვარგარეთ კონცერტები?

მაისში მე, თიკა მახალდიანი და სალომე ბაკურაძე იტალიაში მივემგზავრებით და გვექნება ორი კონცერტი ორ ქალაქში.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები