LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნორმას, რომელსაც “ვენეციის კომისიის” უარყოფითი შეფასება ექნება, არ მივიღებთ – ირაკლი კობახიძე

21

„არ ვაპირებთ ნორმის მიღებას, რომელსაც ექნება “ვენეციის კომისიის” უარყოფითი შეფასება,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეხუთე სესიაზე განაცხადა.

კობახიძემ ყურადღება საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მაღალი მონაწილეობით იქნა შემუშავებული.

„ამ მხრივ გამონაკლისი იყო მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, “ვენეციის კომისიას” საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით 23 რეკომენდაცია აქვს წარმოდგენილი, საიდანაც 20 გათვალისწინებულია, დარჩენილი 3 კი, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები