LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველო გაიხსნება

32

მაია ასათიანის ქალიშვილის სახელზე, სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, სამკითხველო გაიხსნება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. გიორგი კეკელიძემ შესაბამისი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ნუცას მშობლებიც ჩაერთვებიან.

გიორგი წერს:

“მალე თბილისის მწვანე სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, ნუცა მახვილაძის სახელობის სამკითხველოს გავხსნით. მშობლებიც ჩაერთვნენ და იმედია, ცოტა საშველი მაინც იქნება მათთვის. იმედი იმიტომაც მაქვს, რომ სხვა მშობლებთან, რომლებსაც ასეთი ტრაგედია დაატყდათ თავს, მაქვს გამოცდილება. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია, წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიტანოს – გუდიაშვილის 7”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები