LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე: „ჩემი 12 წლის შვილის დაწერილი სიმღერა „ოქროს ტალღაზე“ მოხვდა…“

143

Ardaidardo.Ge

მაკა ზამბახიძის „მახსოვს“, რომელიც მისმა გოგონამ, სალომემ 12 წლის ასაკში დაწერა, „ოქროს ტალღის“ ნომინანტია. მაკას ერიდება, საკუთარ თაყვანისმცემლებს მოუწოდოს, რომ ხმა მისცენ, მაგრამ მისი სიმღერა ინტერნეტრჩეული ვერ გახდება, თუკი შესაბამისი რაოდენობის ხმას არ დააგროვებს, ასე რომ, შეგიძლიათ, თუკი სიმღერა მოგწონთ, ეწვიოთ საიტს goldenwave.ge და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა.

 

მაკა ზამბახიძე:

რა თქმა უნდა, ეს კონკურსი მომწონს, რადგან საქართველოში არსებობს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება. ეს ყველა შემსრულებელს უნდოდა და მოახერხა კიდეც თქვენმა ჰოლდინგმა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ უფრო მასშტაბური იყოს, წითელი ხალიჩით, ფეიერვერკებით და ა.შ. (იღიმის).

ჩემი სიმღერის აღმოჩენა სიაში ძალიან გამიხარდა, რადგან ჩემი 12 წლის შვილის დაწერილი კომპოზიცია „ოქროს ტალღაზე“ მოხვდა. სალომე ნაკლებად ემოციურია ამ მხრივ, მე უფრო გამიხარდა (იღიმის). არანჟირება საზღვარგარეთ გავაკეთე, ტექსტი ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, გიორგი არჩვაძეს ეკუთვნის.

უკვე გავაზიარე ჩემს გვერდზე, მაგრამ მერიდება თხოვნა, რომ ხმები დააფიქსირონ. ალბათ, ყველა მიხვდება, რომ კონკურსია და თავად გადაწყვეტს, მისცეს თუ არა ხმა ამ სიმღერას…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები