LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალიიბუ: „ეს სიმღერა ჩემი მეგობრების წრეში დავწერე…“

46

Ardaidardo.Ge

მალიიბუ „ოქროს ტალღაზე“ წარდგენილია სიმღერით „Where“, რომელიც მეგობრებთან ყოფნისას, ნახევარ საათში დაწერა. გაუკვირდა, რომ ის „ოქროს ტალღაზე“ წარადგინეს, მაგრამ ძალიან გაუხარდა.

 

მალიიბუ:

ეს კონკურსი ძალიან მომწონს, რადგან ერთგვარად აჯამებს წელს, რეალურად ამ კონკურსზე ჩანს, რას ქმნიან ახალს ქართველი არტისტები. ყველა მომღერლისთვის გამოწვევაა. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ რასაკვირველია, გამიხარდა, რომ ჩემი სიმღერა „ოქროს ტალღაზეა“ წარდგენილი.

ეს სიმღერა ჩემი მეგობრების წრეში დავწერე, ჩემს ბითმეიკერთან ერთად, სულ რაღაც ნახევარ საათში მზად იყო ისე, რომ ნებისმიერ ადგილას წავიღებდი და შევასრულებდი. შემდეგ ჩავწერე, არც არაფერი შეგვიცვლია. სიმღერა თინეიჯერებზეა, დიდი დრამატიზმი არ არის ჩადებული, ვფიქრობ, რომ სახალისო სიმღერაა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები