LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულებს, მცირეწლოვან ბავშვებსა და მოხუცებს გრიპის ვაქცინაციას ურჩევენ

61

ორსულებს, მცირეწლოვან ბავშვებს, დიაბეტით დაავადებულებსა და მოხუცებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს. როგორც ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, ამ დროისთვის, სახელმწიფო პროგრამით 12 ათასამდე ადამიანია აცრილი.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის გავრცელება და ინტენსივობა, წელს, საქართველოში, იმავე მაჩვენებელზეა, რომელზეც გასულ წელს და განსაკუთრებული არაფერი ხდება. თუმცა, იმნაძე აქვე აცხადებს, რომ თუ მცირეწლოვან ბავშვს 38.5 ტემპერატურა ერთ დღეს გაუგრძელდება, აუცილებლად ექიმმა უნდა შეამოწმოს, ხოლო თუ იგივე ტემპერატურა ზრდასრულ ადამიანს სამ დღეს გაუგრძელდება, მანაც ექიმს უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის.

”ამ დროისათვის, ძირითადად, H1N1 ვირუსი ცირკულირებს და, გარდა ამისა, ფიქსირდება სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები. ამიტომ თუ გვინდა, რომ ავადობა თავიდან ავიცილოთ, უნდა ჩავიტაროთ აცრა, ან, პრევენციის მიზნით, ხელები ხშირად დავიბანოთ” – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g