LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ფოლადაშვილი აზერბაიჯანელი სუპერვარსკვლავის კონცერტში მონაწილეობს

101

ქართველი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა, აზერბაიჯანშია, იქ ცხოვრობს და მუშაობს შოუზე, რომელიც მალე ბაქოს უდიდეს საკონცერტო დარბაზში „კრისტალ ჰოლში“ გაიმართება, სადაც „ევროვიზია“ ჩატარდა.

ოთო აზერბაიჯანელი სუპერვარსკვლავის, აიგიუნ კაზიმოვას შოუში მიიღებს მონაწილეობას. მასთან ერთად იქ კიდევ ხუთი ქართველი მოცეკვავეა. შოუზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. მას  მიუზიკ „ვერის უბნის მელოდიების“ რედა ბენტიფორი დგამს, რომელთანაც ოთოს აქამდეც უმუშავია.

ოთო ფოლადაშვილი:

„ვერის უბნის მელოდიებში“ ვმონაწილეობდი, რომელიც დადგა ფრანგმა რეჟისორმა, სუპერპროფესიონალმა, რედა ბენტიფორმა. ის დამიკავშირდა, ბაქოში შოუს დგამდა და ჩემი მოწვევა სურდა, მეც ძალიან დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. საქართველოში საქმეები მოვაგვარე და თვენახევარია, ბაქოში ვარ,რ ედასთან ერთად აიგიუნ კაზიმოვას შოუზე ვმუშაობ. ეს არის აზერბაიჯანელი სუპერვარსკვლავი, დივა, რომლის კონცერტიც „კრისტალ ჰოლში“, სადაც „ევროვიზია“ გაიმართა, 22 სექტემბერსაა დაგეგმილი.  ამ დარბაზში არავის ჰქონია ასეთი შოუ გაკეთებული, როგორსაც რედა დგამს.

როგორია მუშაობის პროცესი?

დილიდან საღამომდე ვვარჯიშობთ, ჩემს ვიდეოებსაც თუ ნახავთ, მიხვდებით, რომ ბოქსითაც ვარ დაკავებული და ტრენაჟორებითაც (იცინის). ექვსი ქართველი, ექვსი ფრანგი, ერთი კოლუმბიელი, იტალიელი და ერთიც აზერბაიჯანელი მოცეკვავე მონაწილეობს.

საქართველოში 24 სექტემბერს დავბრუნდები. მე და ჯულიანა ბარ-გნარს ჩვენი საცეკვაო სტუდია გვაქვს, სადაც ახალი მოსწავლეების მიღება უკვე დაწყებულია და მიხარია, რომ ძალიან ბევრი მსურველი გვყავს (იღიმის). ჯულიანა უკვე ატარებს გაკვეთილებს, 24-დან კი მეც შევუერთდები.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები