LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ

52

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს ბრალს, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში წაუყენებენ. ადვოკატ ირაკლი ბენიას განცხადებით, ის საგამოძიებო ორგანოს ელოდება, რათა ბრალის ოფიციალურად წაყენება მოხდეს.

როგორც ბენია აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველებთან რაიმე სახის პრეტენზია მასთან შეხვედრისას არ დაუფიქსირებია.

„ჩემი დაცვის ქვეს მყოფს ბრალი ჯერჯერობით არ აქვს წაყენებული, ამიტომ ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ დეტალებზე, მათ შორის იმაზე, აღიარებს თუ არა ბრალს. არ ვიცნობ საქმის მასალებს და ვერ ვისაუბრებ დეტალებზე მისი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ბენიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, გუშინ დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. დაკავებული პირები დაკავშირებულები არიან 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები