LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპარაცებმა ლოპესი და როდრიგესი კოცნის დროს გამოიჭირეს

87

თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ წყვილს, ჯენიფერ ლოპესსა და ალექს როდრიგესს პაპარაცები წამითაც არ ტოვებენ უყურადღებოდ. ცნობისმოყვარე ფოტოგრაფები ცდილობენ, წყვილი უხეხრულ მომენტში გამოიჭირონ. ამ დღეებში მათ ეს შეძლეს და 47 წლის მომღერალი და 41 წლის სპორტსმენი კოცნის დროს გადაიღეს.

ლოპესმა და როდრიგესმა კოცნისთვის დრო ჯენიფერის გამოსვლებს შორის გამონახეს. ვარსკვლავმა ნიუ-იორკში გამართულ კონცერტზე მიიღო მონაწილეობა, რომლის მსვლელობისას მან რამდენიმე კოსტიუმი გამოიცვალა და მაყურებელს დაუვიწყარი შოუ აჩუქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები